„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
813
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2001-03-16
გამოქვეყნების თარიღი
2001-03-31
სარეგისტრაციო კოდი
110.040.000.04.001.000.901
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონი

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი, მუხ. 62) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ე“ ქვეპუნქტი და „ვ“ ქვეპუნქტი ჩაითვალოს „ე“ ქვეპუნქტად.

2. მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „გარდა საზედამხედველო პალატისა“ და პირველ პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: „იგი კანონით დადგენილი წესით ახდენს განაჩენის და სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვას ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.“.

3. მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს.

4. 36-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „მოქმედი მოსამართლის ხელფასის ცვლილების შესაბამისად“.

5. 39-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. უზენაესი სასამართლოს მსაჯული საქმის სასამართლო განხილვაში მონაწილეობს განსაკუთრებული ჩაცმულობით, რომელიც დადგენილი და დამტკიცებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლისათვის.“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2001 წლის 16 მარტი.

№813-IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია