„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესების დამტკიცების შესახებ“ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
63
მიმღები ორგანო
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-11-25
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-07
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.114.016085
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესების დამტკიცების შესახებ“ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №63

2011 წლის 25 ნოემბერი

დ. ჩოხატაური

„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულო ადგენს:

„ჩოხატაურის მუნციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №13 დადგენილებაში (სსმ, 26.01.2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

    მუხლი 1

დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 თავის მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მრავალშვილიან ოჯახებზე, რომლებსაც ჰყავთ 4 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი გაიცემა ყოველთვიური ფულადი დახმარება, თუკი ისინი რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა 10000-ზე ნაკლებია, 57 000-ზე მეტია და არ აღემატება 100 000-ს“.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაშია არსებული წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე           ა. ხუნდაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია