„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
151
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2011-12-01
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-01
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.027.016218
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება № 151

2011 წლის 1 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის მე- 4 პუნქტის შესაბამისად, ვ ბრძანებ:

მუხლი 1. „ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის № 220 ბრძანებით (სსმ III, 2008წ., № 143, მუხ. 1422) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა.ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „თ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ2“ ქვეპუნქტი:

„თ2) საქმისწარმოების სამსახური;“;

2. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ე ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელობის საკონტროლო დავალებებისა და მითითებების შესრულების კონტროლს ;“;

ა.გ) „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ა.დ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ი ) კომპეტენციის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავებას ;“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2.    ამ მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას უზრუნველყოფს სტატისტიკისა და ანალიზის განყოფილება, „ი“, „ლ“, „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას უზრუნველყოფს ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილება.“;

გ) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მოვალეთა რეესტრის წარმოებას და მასში მონაცემთა დროულად რეგისტრაციას;“;

დ) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:

 „13. საქმისწარმოების სამსახური უზრუნველყოფს:

ა ) აღსრულების ეროვნულ ბიუროში , აგრეთვე მის ტერიტორიულ ორგანოში – თბილისის სააღსრულებო ბიუროში საქმისწარმოების განხორციელებას საქმისწარმოების ერთიანი წესებისა და „ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ “ ინსტრუქციის შესაბამისად ;

ბ) აღსრულების ეროვნულ ბიუროში , აგრეთვე მის ტერიტორიულ ორგანოებში საქმისწარმოების ერთიანი პრაქტიკის დანერგვას, მეთოდოლოგიურ ხელმძღვანელობასა და მონიტორინგს;

გ ) საქმისწარმოების და სააღსრულებო წარმოებათა დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა- დამუშავებასა და სათანადო წესით შენახვას ( არქივირებას );

დ ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემას ;

ე ) კომპეტენციის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავებას ;

ვ) მოვალეთა რეესტრიდან შესაბამისი ცნობებისა და ამონაწერების მომზადებას მოვალეთა რეესტრის წარმოების წესის შესაბამისად;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში , აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის და კურატორი მოადგილის სხვა დავალებების შესრულებას.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 დეკემბრიდან.

ზ. ადეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია