,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
776
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2011-11-30
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-01
სარეგისტრაციო კოდი
010240080.08.002.016369
,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №776

 2011 წლის 30 ნოემბერი

 ქ. თბილისი

,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 1997 წ., №2, გვ. 41) დამტკიცებულ ,,სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ცნობათა ნუსხას“ დაემატოს შემდეგი შინაარსის 4.3 პუნქტი:

,,4.3. ცნობები საქართველოს საგარეო და ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი ღონისძიებების შესახებ, რომელთა გამჟღავნებას ან დაკარგვას შეუძლია ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს თავდაცვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის სფეროში.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია