„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
772
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2011-11-30
გამოქვეყნების თარიღი
2011-11-30
სარეგისტრაციო კოდი
010340000.08.002.016366
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება № 772

�2011 წლის 30 ნოემბერი

�ქ. თბილისი

�საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. �ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, �საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში (სსმ III, 2001 წ., №78, მუხ. 555) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრს დაემატოს შემდეგი შინაარსის VIII4 თავი:

�თავი VIII4

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო თანამდებობები

��� მუხლი 3012. მთავარი საჯარო თანამდებობა

სააგენტოს უფროსი.

��� მუხლი 3013. წამყვანი საჯარო თანამდებობა

სააგენტოს უფროსის მოადგილე.

��� მუხლი 3014. უფროსი საჯარო თანამდებობა

ა) სამმართველოს უფროსი;

ბ) პრობაციის ბიუროს უფროსი;

გ) პრობაციის ბიუროს უფროსის მოადგილე.

��� მუხლი 3015. უმცროსი საჯარო თანამდებობა

ა) მრჩეველი;

ბ) ბუღალტერი;

გ) პრობაციის ოფიცერი;

დ) უფროსი სპეციალისტი;

ე) სპეციალისტი.�.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია