„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის სესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
803
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2001-03-14
გამოქვეყნების თარიღი
2001-03-27
სარეგისტრაციო კოდი
010.240.010.05.001.000.895
„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის სესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №17-18, 9 მაისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. 23-ე მუხლის მე-4 პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: „თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე თავმჯდომარის დავალებით ასრულებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.“.

2. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: „უფროსის ერთ-ერთი მოადგილე უფროსის დავალებით ასრულებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                      ე. შევარდნაძე

თბილისი,

2001 წლის 14 მარტი.

№803–IIს

კრებსითი — სრული ვერსია