„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
429
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-11-18
გამოქვეყნების თარიღი
2011-11-25
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.016589
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №429

2011 წლის 18 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №92 დადგენილებით (სსმ, 65, 11/05/2007) დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებასა და სტრუქტურაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის:

1. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. სააგენტოში შედის შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) საფინანსო სამსახური;

გ) იურიდიული სამსახური;

დ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური;

ე) ინფორმაციის დამუშავების, ანალიზისა და სტატისტიკის სამსახური;

ვ) ანალიტიკური ჯგუფი.“.

2. მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული რეგლამენტით, ხოლო პერსონალის მართვის საკითხები წესრიგდება სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული შინაგანაწესით.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                            ნ. გილაური

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია