,,დმანისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №3-12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
19-44
მიმღები ორგანო
დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-11-24
გამოქვეყნების თარიღი
2011-11-28
სარეგისტრაციო კოდი
270070000.35.156.016074
,,დმანისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №3-12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19-44

2011 წლის 24 ნოემბერი

ქ. დმანისი

,,დმანისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №3-12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

 შევიდეს ცვლილება ,,დმანისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №3-12 დადგენილების (სსმ 02.03.2011) დანართი №1-ში ,,დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები’’ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. დანართი №1-ის მე-3 პუნქტში ,,გამგეობა (გარდა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის, სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურისა)’’ ,,ზ’’ ქვეპუნქტს დაემატოს:

 ელექტრიკოსი – 250.

2. დანართი №1-ის მე-4 პუნქტში ,,სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები’’ განისაზღვროს:

 ა) სამსახურის უფროსი - 700;

 ბ) უმცროსი საჯარო თანამდებობის პირები:

                                          მთავარი სპეციალისტი – 400;

                                          წამყვანი სპეციალისტი – 380;

                                          უფროსი სპეციალისტი – 360.

3.    დანართი №1-ის მე-5 პუნქტს ,,სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები’’ დაემატოს ,,გ’’ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                                          გ) დამხმარე მოსამსახურეები:

                                            ოპერატორი – 140;

                                            დამლაგებელი – 135.

4. დადგენილება ძალაშია 2012 წლის 1 იანვრიდან.

 საკრებულოს თავმჯდომარე              ბ. მგელაძე

კრებსითი — სრული ვერსია