„თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
427
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-11-18
გამოქვეყნების თარიღი
2011-11-22
სარეგისტრაციო კოდი
410060000.10.003.016587
„თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №427

2011 წლის 18 ნოემბერი

ქ. თბილისი

„თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, მუხლი 1070) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის:

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით. აუქციონი ტარდება ელექტრონული ფორმით ან მის გარეშე. აუქციონის ჩატარების ფორმაზე გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო. ელექტრონული ფორმით აუქციონი ტარდება სააგენტოს ინტერნეტგვერდის ან ინტერნეტგვერდის – www.eauction.ge-ს მეშვეობით.“.

2. მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა აუქციონის გამართვის შესახებ ინფორმაციას სააგენტო აქვეყნებს ცენტრალურ პრესაში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აუქციონი ტარდება ელექტრონული ფორმით – ასევე სააგენტოს ინტერნეტგვერდზე ან ინტერნეტგვერდზე –  www.eauction.ge.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი            ნ. გილაური

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია