„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 ივლისის №266 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
426
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-11-18
გამოქვეყნების თარიღი
2011-11-22
სარეგისტრაციო კოდი
380050000.10.003.016586
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 ივლისის №266 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №426

2011 წლის 18 ნოემბერი

ქ. თბილისი

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 ივლისის №266 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 ივლისის №266 დადგენილებაში (სსმ, ვებპორტალი, 07/07/2011) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. გარდამავალი დებულებები

1. ამ დადგენილების ამოქმედებამდე გაცემული ლიცენზიის მფლობელებმა, რომლებიც ახორციელებენ მიწისქვეშა მტკნარი, მინერალური ან/და თერმული წყლის, ასევე ნახშირორჟანგის (გაზი CO2) მოპოვებას, უზრუნველყონ ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობის შესრულება 2012 წლის 1 თებერვლამდე.

2. მიწისქვეშა მტკნარი, მინერალური ან/და თერმული წყლის, ასევე ნახშირორჟანგის (გაზი CO2) მოპოვების აღრიცხვის წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                   ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია