„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
5246-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2011-11-08
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-09
სარეგისტრაციო კოდი
040170310.05.001.016467
„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 96) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვა გაიცემა 1 წლის ვადით, ხოლო სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს, ტოტალიზატორის, ლოტოსა და ბინგოს მოწყობის ნებართვები – 5 წლის ვადით.“.

2. 371 მუხლის „გ“ და „გ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ (გარდა ამ მუხლის „გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) – 1000 ლარს;

გ1) სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს, ტოტალიზატორის, ლოტოსა და ბინგოს მოწყობის ნებართვების მფლობელ პირთა მიმართ, მათ მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში – 10 000 ლარს;“.

მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემულ სამორინეს, ლოტოსა და ბინგოს მოწყობის ნებართვებს უნარჩუნდებათ იურიდიული ძალა მათი მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5449 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                       მ. სააკაშვილი

 

თბილისი,

2011 წლის 8 ნოემბერი.

№5246–IIს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5449 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია