„რეზერვისტთა დაკომპლექტების წესისა და მათი სამხედრო მომზადების პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 6 ივნისის №296 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
901
მიმღები ორგანო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2011-11-21
გამოქვეყნების თარიღი
2011-11-21
სარეგისტრაციო კოდი
120170000.22.026.016091
„რეზერვისტთა დაკომპლექტების წესისა და მათი სამხედრო მომზადების პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 6 ივნისის №296 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №901

2011 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

„რეზერვისტთა დაკომპლექტების წესისა და მათი სამხედრო მომზადების პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 6 ივნისის №296 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „რეზერვისტთა დაკომპლექტების წესისა და მათი სამხედრო მომზადების პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 6 ივნისის №296 ბრძანებაში (სსმ III, 08.06.2007, №80, მუხ. 858) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებულ №2 დანართს დაემატოს მე-13 მუხლი შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 13

რეზერვისტთა სამხედრო მომზადების ხანგრძლივობა, მიმდინარეობა და სასწავლო დისციპლინები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ ბრძანების №2/1 და №2/2 დანართებით, განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.”.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ. ახალაია

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია