„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 26 სექტემბრის №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
141-უ.ს.შ.ს.
მიმღები ორგანო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი
2011-11-17
გამოქვეყნების თარიღი
2011-11-22
სარეგისტრაციო კოდი
190020020.31.056.016015
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 26 სექტემბრის №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 26 სექტემბრის №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:

1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 26 სექტემბრის №136 უ.ს.რ.ს. დადგენილების (ვებგვერდი, 110928006, 29.09.2011) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უმაღლესი საბჭოს 2012 წლის ბიუჯეტი განისაზღვროს 3 632,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:

ა) ხარჯები 3442,0 ათასი ლარი;

 ა.ა) შრომის ანაზღაურება 2 269,1 ათასი ლარი;

 ა.ბ) საქონელი და მომსახურება 1 128,6 ათასი ლარი;

 ა.გ) სოციალური უზრუნველყოფა 14,3 ათასი ლარი;

 ა.დ) სხვა ხარჯები 30,0 ათასი ლარი;

ბ) არაფინანსური აქტივების ზრდა  190,0 ათასი ლარი.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე           ნ. ზოსიძე           

 

ბათუმი,

2011 წლის 17 ნოემბერი

№141-უ.ს.შ.ს.

კრებსითი — სრული ვერსია