„ქალაქ ქუთაისში საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და უტილიზების სამუშაოთა წარმოების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 14 მაისის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
139
მიმღები ორგანო
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
მიღების თარიღი
2011-11-17
გამოქვეყნების თარიღი
2011-11-22
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.123.016091
„ქალაქ ქუთაისში საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და უტილიზების სამუშაოთა წარმოების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 14 მაისის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

თვითმმართველი  ქალაქის – ქუთაისის  საკრებულოს  

დადგენილება № 139  

2011 წლის 17 ნოემბერი               

ქ. ქუთაისი             

„ქალაქ ქუთაისში საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და უტილიზების სამუშაოთა წარმოების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 14 მაისის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 44-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე   მუხლის  საფუძველზე,  ქალაქ  ქუთაისის  საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისში საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და უტილიზების სამუშაოთა წარმოების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“  თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 14 მაისის №70 დადგენილების №1 დანართის მე-6 მუხლის მესამე პუნქტში და ჩამოყალიბდეს იგი შემდეგი რედაქციით:

„3. ინდივიდუალური მეწარმეები, იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები მათ მიერ წარმოქმნილ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს აგროვებენ მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელ საკუთარ სათავსებში. ამ პირებს ეკრძალებათ მათ მიერ წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება საზოგადოებრივი სარგებლობისათვის გამოყოფილ ან მოსახლეობის მიერ წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებლად განკუთვნილ სათავსებში“.

მუხლი 2. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                              ა. ხვადაგიანი

 

კრებსითი — სრული ვერსია