საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №736
2011 წლის 17 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულების (სსმ, III ნაწ., 2004 წ., №38, მუხ. 308) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და მე-5 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ნ) თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისი (სამმართველო).“;
ბ) მე-4 პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ნ) თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისი (სამმართველო):
ნ.ა) კოორდინაციას უწევს თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების (მათი აპარატების) საქმიანობას, ხელს უწყობს მათი შესაბამისი პირობებით უზრუნველყოფას;
ნ.ბ) თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებსა და წინადადებებს და წარუდგენს მინისტრს ან მინისტრის კურატორ მოადგილეს.“;
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი