„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
5253-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2011-11-11
გამოქვეყნების თარიღი
2011-11-16
სარეგისტრაციო კოდი
280060000.05.001.016463
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი1 „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 390) 241 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 241. ზედმეტად დარიცხული პენსიის ლეგალიზაცია

1. 2011 წლის 1 ნოემბრამდე ზედმეტად დარიცხული პენსია ექვემდებარება ლეგალიზაციას და მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება.

2. 2011 წლის 1 ნოემბრამდე ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე პენსიიდან დაკავებული თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი     მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 11 ნოემბერი.

№5253–IIს

კრებსითი — სრული ვერსია