საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №722
2011 წლის 14 ნოემბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 იანვრის №11 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 იანვრის №11 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №3, მუხ. 28) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების 41-ე პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში:
ა) სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების ნუსხა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| „სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველო |
|
| მთავარი სამმართველოს უფროსი | 2 400 |
| მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე | 2 200 |
| სამმართველოს უფროსი | 2 000 |
| განყოფილების უფროსი | 1 800 |
| ჯგუფის უფროსი | 1 600 |
| წამყვანი სპეციალისტი | 850 |
| უფროსი სპეციალისტი | 800 |
| სპეციალისტი | 750 |
| მოიერიშე სნაიპერი | 1 500 |
| უფროსი მებრძოლი ოფიცერი | 1 550 |
| მებრძოლი ოფიცერი | 1 500 |
| უფროსი ოფიცერი | 1 400 |
| პასუხისმგებელი მორიგე | 800“; |
ბ) სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების ნუსხაში სიტყვების (ციფრების):
| „კომენდანტი | 600“ |
შემდეგ დაემატოს სიტყვები (ციფრები):
| „ფსიქოლოგი | 600“. |
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი