საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის
ბრძანება №3/285
2011 წლის 9 ნოემბერი
ქ. თბილისი
ქ. ფოთში, რუსთაველის რკალ №24-ში მდებარე ყოფილი სასტუმროს „კოლხეთი“ შენობისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მოხსნის შესახებ
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-8 პუნქტის და მე-17 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ქ. ფოთში, რუსთაველის რკალ №24-ში მდებარე ყოფილ სასტუმროს „კოლხეთი“ შენობას მოეხსნას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
(საფუძველი – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნ. ვაჩეიშვილის 2011 წ. 27 სექტემბრის 05/12/879 წერილი; სტრატეგიული და მეთოდოლოგიური სექციის 2011 წ. 9 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება).
ნ. რურუა