საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №199
2011 წლის 9 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 20 ივლისის №137 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 20 ივლისის №137 ბრძანებით დამტკიცებული დებულების (ვებგვერდი, 110721016, 22/07/2011) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ბ1’’ ქვეპუნქტი:
„ბ1) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და გაცემას;’’.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ. კალმახელიძე