საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01- 51/ნ
2011 წლის 9 ნოემბერი
ქ. თბილისი
სალიცენზიო/სანებართვო პირობებისა და მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების შერჩევითი კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 33-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 631 მუხლის მე-4 პუნქტის შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სალიცენზიო/სანებართვო პირობებისა და მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების შერჩევითი კონტროლის განხორციელების წესი.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ურუშაძე
სალიცენზიო/სანებართვო პირობებისა და მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების შერჩევითი კონტროლის განხორციელების წესი
მუხლი 1. ზოგადი ნაწილი
1. შერჩევითი კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების მიზანია კონტროლის პროცედურების განსაზღვრა, რომელთა საფუძველზეც უნდა განხორციელდეს სალიცენზიო/სანებართვო პირობებისა და მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების, რისკის შეფასებაზე დაფუძნებული შერჩევითი კონტროლი.
2. შერჩევითი კონტროლი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) კომპეტენტური ორგანოს – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ დარღვევის რისკის შეფასების შესაბამისად განხორციელებული ადმინისტრაციული ქმედება.
3. (ამოღებულია - 22.10.19 №01/85/ნ).
4. შერჩევითი კონტროლის განხორციელების შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილება წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს. სააგენტო, შერჩევითი შემოწმების განხორციელებისას, ვალდებულია მომსახურების განმახორციელებელს წარუდგინოს აღნიშნული ადმინისტრაციული აქტი.
5. სააგენტო, შერჩევითი შემოწმების (კონტროლის) განხორციელებისას, ადგენს სერვისის მიმწოდებლის მიერ სერვისის მიწოდებისათვის აუცილებელი პირობების შესაბამისობას კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან.
6. მას შემდეგ, რაც შერჩევითი შემოწმების დროს სააგენტო დაადგენს სერვისის მწარმოებლის მიერ სერვისის მიწოდებისათვის აუცილებელი პირობების შესაბამისობას კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან, ფორმდება შესაბამისი შემოწმების აქტი. რომელიც შეიტანება სააგენტოს მიერ სპეციალურად ამისათვის წარმოებულ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.
7. მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში აუცილებელი წესით უნდა იქნეს მითითებული ყველა ის დარღვევა, რომელსაც შემოწმებისას აღმოაჩენს სააგენტო. აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს შერჩევითი კონტროლის საფუძველს შემდგომი გადამოწმებისათვის.
8. სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო ან სანებართვო პირობების შეუსრულებლობა, ასევე მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
81. სააგენტო ვალდებულია, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელს, რომელსაც ევალება ,,მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის N359 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების უზრუნველყოფა 2014 წლის 1 მაისიდან, შერჩევითი შემოწმების (კონტროლის) განხორციელებისას კანონმდებლობასთან შეუსაბამობის აღმოჩენის პირველ შემთხვევაში გაუწიოს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სათანადო კონსულტაცია და განუსაზღვროს გონივრული ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. აღნიშნული წარმოადგენს შემდგომი გადამოწმების (კონტროლის) საფუძველს.
9. სერვისის მიმწოდებლისათვის მიცემული გონივრული ვადის გასვლის შემდეგ სააგენტო უფლებამოსილია გადაამოწმოს სალიცენზიო/სანებართვო/მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის პირობების შესრულება.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №01-77/ნ - ვებგვერდი, 30.12.2011წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 30 აპრილის ბრძანება №01-28/ნ - ვებგვერდი, 30.04.2014წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №01-46/ნ - ვებგვერდი, 30.11.2018წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №01-85/ნ - ვებგვერდი, 23.10.2019 წ.
მუხლი 2. შერჩევითი კონტროლის კრიტერიუმები:
1. სააგენტო შერჩევით კონტროლს ახორციელებს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, ამ მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით.
2. შერჩევით კონტროლს ექვემდებარება სერვისის მიმწოდებელი თუ:
ა) არსებობს ინფორმაცია მომსახურების მიწოდების პირობების გაუარესების ან ხარისხთან მიმართებაში სერიოზული რისკის არსებობასთან დაკავშირებით;
ბ) ის წარმოადგენს ფილიალს;
გ) საქმიანობის განმახორციელებელმა შეიცვალა მისამართი;
დ) შერჩევითი კონტროლის მონაცემთა ელექტრონულ ბაზის წინა წლის შედეგებით აღმოჩენილი იყო დარღვევები;
ე) სააგენტოს მიერ საქმიანობის წარმოების დარღვევის აღმოსაფხვრელად მიცემული გონივრული ვადა ამოიწურა;
ვ) წარმოდგენილი ანგარიშგებით ნათლად არ არის დეკლარირებული ან საერთოდ არ არის მითითებული სალიცენზიო/სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ინფორმაცია, ან საერთოდ არ არის წარმოდგენილი ანგარიში;
ზ) ანგარიშგებით წარმოდგენილი ინფორმაცია არ შეესაბამება სალიცენზიო/სანებართვო პირობებს ან ბადებს საფუძვლიან ეჭვს.