საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №187/ნ
2011 წლის 8 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ III, 26.09.2005, №112 მუხ. 1233) დამტკიცებულ დანართ №2-ში გასწორდეს დაშვებული ტექნიკური შეცდომა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ სიღნაღის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების თავის მე-20 გრაფაში ნაცვლად ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის ზემო ბოდბის №1 საჯარო კოლა’’ მიეთითოს ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის ზემო ბოდბის №1 საჯარო სკოლა’’ და მე-20 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| 20 | სიღნაღის მუნიციპალიტეტის ზემო ბოდბის №1 საჯარო სკოლა | სოფელი ზემო ბოდბე | დაწ-საბ-საშ |
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი