საქართველოს კანონი
საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს საბაჟო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. 176-ე მუხლში სიტყვები "2000 წლის 31 დეკემბრამდე" შეიცვალოს სიტყვებით "2002 წლის 1 იანვრამდე".
2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 177-ე მუხლი:
„მუხლი 177. სახელმწიფო ბიუჯეტში ფაქტობრივად ჩარიცხული თანხებიდან მისაღები თანხების ოდენობა
1. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და საბაჟო ორგანოების მუშაკთა მატერიალური წახალისებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის 2001 წლის განმავლობაში საბაჟო ორგანოების მიერ კონტროლირებადი შემოსავლებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში ფაქტობრივად ჩარიცხული თანხების 1% ირიცხება ხაზინაში საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე.
2. 2001 წლის განმავლობაში საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და საბაჟო ორგანოების მუშაკთა მატერიალური წახალისებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის საბაჟო ორგანოების მიერ კონტროლირებადი შემოსავლებიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის განწერით ყოველთვიურად განსაზღვრული საგადასახადო შემოსავლების გადამეტებით მიღებული მთლიანი შემოსავალი, მაგრამ წლიურად ჯამში არა უმეტეს 5 მილიონი ლარისა, ირიცხება ხაზინაში საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე. ამ ანგარიშზე თანხების ჩარიცხვის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მიერ.".
II. ეს კანონი ამოქმედდეს 2001 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2000 წლის 29 დეკემბერი.
№717-რს