საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
855
მიმღები ორგანო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2011-11-04
გამოქვეყნების თარიღი
2016-02-26
სარეგისტრაციო კოდი
120340000.22.026.016087
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება № 855

2011 წლის 4 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „პ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1 

დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულება.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრი   ბ . ახალაია

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 201 3 წლის 4 ნოემბრის ბრძანება №1275 - ვებგვერდი, 07.11.2013წ.

      2. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 11 სექტემბრის ბრძანება №69 - ვებგვერდი, 12.09.2014წ.

3. ძალადაკარგულია - საქართველოს თავდაცვის მინისტრის 201 6 წლის 26 თებერვლის ბრძანება № 08 - ვებგვერდი, 29. 02 .201 6 წ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის

დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1.  ანალიტიკური დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, ამ დებულების, ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტების საფუძველზე.

2 .  დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

3.  დეპარტამენტს, მ ინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, გააჩნია ბლანკი და ბეჭედი.

    მუხლი 2. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები

დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) თავდაცვის სისტემის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, თავდაცვის სფეროში არსებული და საპროგნოზო ვითარების, გამოწვევებისა და საფრთხეების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და სისტემატიზაცია ;

ბ) თავდაცვის სფეროში არსებული და საპროგნოზო ვითარების, გამოწვევებისა და საფრთხეების, პერსპექტიული თანამშრომლობის პოლიტიკურ-სტრატეგიული, საფინანსო-ეკონომიკური და სამხედრო-ტექნიკური ანალიზი, სათანადო დასკვნების მომზადება, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება მინისტრის, მინისტრის მოადგილისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის წარსადგენად;

გ)  კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრისა და მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.

    მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და ფუნქციური უფლება - მოვალეობები

1.  დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2.  დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით;

21. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის დროს მის ფუნქცია-მოვალეობებს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.

3.  დეპარტამენტის უფროსი:

ა)  პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ)  ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

 გ) განსაზღვრავს მისდამი დაქვემდებარებული სამსახურების თანამშრომელთა ფუნქციურ მოვალეობებს, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების კონტროლს;

 დ )    წარუდგენს მინისტრს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

  ე) ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე დეპარტამენტის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ;

 ვ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრისა და მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.

 4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

 ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაში;

ბ)  ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

 გ ) აკონტროლებს და პასუხისმგებელია დეპარტამენტის საქმიანობის მიმდინარეობასა და შედეგებზე;

დ )     დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლება-მოვალეობებს;

 ე ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის, მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 201 3 წლის 4 ნოემბრის ბრძანება №1275 - ვებგვერდი, 07.11.2013წ.

    მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურა , უფლებამოსილება და ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) საინფორმაციო უზრუნველყოფის სამმართველო:

ა.ა) საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება;

ა.ბ) მონაცემთა დამუშავების განყოფილება.

ბ) ანალიტიკური უზრუნველყოფის სამმართველო:

ბ.ა) მონაცემთა ბაზის ანალიზის განყოფილება;

ბ.ბ) ანალიტიკური განყოფილება.

2. საინფორმაციო უზრუნველყოფის სამმართველო ახორციელებს – თავდაცვის სისტემის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, თავდაცვის სფეროში არსებული და საპროგნოზო ვითარების, გამოწვევებისა და საფრთხეების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, დამუშავებას და სისტემატიზაციას.

3. ანალიტიკური უზრუნველყოფის სამმართველო ახორციელებს:

ა) თავდაცვის სფეროში არსებული და საპროგნოზო ვითარების, გამოწვევებისა და საფრთხეების, პერსპექტიული თანამშრომლობის პოლიტიკურ-სტრატეგიულ, საფინანსო-ეკონომიკურ და სამხედრო-ტექნიკურ ანალიზს ;

ბ) სათანადო დასკვნების მომზადებას , წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მინისტრის, მინისტრის მოადგილისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის წარსადგენად.

4 . დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (სამმართველოს/განყოფილებას) (შემდგომში – ქვედანაყოფი) ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით. ქვედანაყოფის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ახორციელებს ქვედანაყოფის თანამშრომელი.

5. ქვედანაყოფის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ქვედანაყოფის საქმიანობას, პასუხს აგებს ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ)  წარმოადგენს ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;

გ) ანაწილებს მოვალეობებს ქვედანაყოფის მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების კონტროლს;

დ) ხელს აწერს ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) შეიმუშავებს წინადადებებს ქვედანაყოფის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ;

ვ) შუამდგომლობს ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

ზ) ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა მოვალეობებს;

თ) ანგარიშს აბარებს დეპარტამენტის უფროსს ქვედანაყოფის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ.

6. ქვედანაყოფის უფროსს, სამინისტროს საშტატო განრიგით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შეიძლება ჰყავდეს ერთი მოადგილე, რომელიც:

ა) ხელს უწყობს უფროსს დაკისრებული მოვალეობების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზაციაში;

ბ) მონაწილეობს სამმართველოში/ განყოფილებაში შემოსული მასალების განაწილებაში;

გ) ზედამხედველობს სამმართველოს/ განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

დ) (ამოღებულია - 11.09.2014, № 69);

ე) ზემდგომი უფროსის დავალებით, ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.

      საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 11 სექტემბრის ბრძანება № 69 - ვებგვერდი, 12 .09.2014წ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია