ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისთვის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
19
მიმღები ორგანო
ყვარლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-11-03
გამოქვეყნების თარიღი
2011-11-09
სარეგისტრაციო კოდი
040170070.35.164.016046
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისთვის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2011 წლის 3 ნოემბერი

ქ. ყვარელი

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისთვის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 195 მუხლის მე-6 პუნქტის და „საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო, სარგებლობაში და მართვის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულების საფუძველზე:

     მუხლი 1

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისთვის საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს მოძრავი ნივთის საპრივატიზებო საფასურის 10%-ის ოდენობით.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე         ბ. ზანდარაშვილი                      

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია