„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
179/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2011-11-02
გამოქვეყნების თარიღი
2011-11-07
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.016216
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №179/ნ

2011 წლის 2 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4  პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრს დაქვემდებარებულ ქალაქ თბილისის №173-ე საჯარო სკოლას მიენიჭოს სამშობლოს დაცვის საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე გარდაცვლილი ვახტანგ გზირიშვილის სახელი და ეწოდოს ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №173 საჯარო სკოლა.

მუხლი 2.   „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ III, 26.09.2005, №112, მუხ. 1233) დამტკიცებულ დანართ №2-ში შეტანილ იქნეს  ცვლილება და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების თავის 38-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

38

ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №173 საჯარო სკოლა

გლდანის მე-3 მ/რ

 

დაწ-საბ-საშ

 

მუხლი 3.   ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი

კრებსითი — სრული ვერსია