საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
707
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2000-12-28
გამოქვეყნების თარიღი
2000-12-30
სარეგისტრაციო კოდი
090.000.000.05.001.000.870
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) 680-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. 2002 წლის 1 იანვრამდე თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების პირველი ინსტანციით განსჯად საქმეებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, აგრეთვე 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961წ., №1, მუხ.10) 104-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებზე განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგია.“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2000 წლის 28 დეკემბერი.

№707–რს

კრებსითი — სრული ვერსია