„რეგულირების საფასურის გადახდის წესისა და ოდენობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ - ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2011 წლის 12 აგვისტოს №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
3
მიმღები ორგანო
ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსი
მიღების თარიღი
2011-10-31
გამოქვეყნების თარიღი
2011-11-01
სარეგისტრაციო კოდი
300320000.56.068.016003
„რეგულირების საფასურის გადახდის წესისა და ოდენობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ - ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2011 წლის 12 აგვისტოს №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს  სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის

ბრძანება №3

2011 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„რეგულირების საფასურის გადახდის წესისა და ოდენობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2011 წლის 12 აგვისტოს №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „რეგულირების საფასურის გადახდის წესისა და ოდენობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2011 წლის 12 აგვისტოს №1 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 110817013, 23/08/2011) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და №1 დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

,,შენიშვნა: ამ დანართით გათვალისწინებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის რეგულირების საფასურის გადახდას ექვემდებარება მიწისქვეშა წყლის მხოლოდ ის ოდენობა, რომელიც უშუალოდ:

ა) ჩამოისხმება;

ბ) წარმოადგენს პროდუქციის ძირითად ნედლეულს (შემადგენელ ნაწილს).”.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ხეთაგური

კრებსითი — სრული ვერსია