„შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 აგვისტოს №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
404
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-10-25
გამოქვეყნების თარიღი
2011-10-28
სარეგისტრაციო კოდი
040170020.10.003.016564
„შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 აგვისტოს №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №404

2011 წლის 25 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 „შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 აგვისტოს №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შპს „საქართველოს ლატარიის კომ­პანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპე­ც­ია­ლური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 აგვისტოს №322 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლს დაემატოს შემ­დე­გი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ამ მუხლის დებულებები არ ვრცელდება და ინტერესთა კონ­ფ­ლიქ­ტად არ ჩაითვლება, თუ შესყიდვა ხორციელდება იმ საწარმოდან, რო­­მელ­საც მართვის უფლებით გადაცემული აქვს შემსყიდველი ორგანი­ზ­­ა­­ცი­ის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილი.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                              ნ.  გილაური

კრებსითი — სრული ვერსია