„შპს „საქართველოს ფოსტის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 აგვისტოს №321 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
403
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-10-25
გამოქვეყნების თარიღი
2011-10-28
სარეგისტრაციო კოდი
040170020.10.003.016563
„შპს „საქართველოს ფოსტის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 აგვისტოს №321 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №403

2011 წლის 25 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„შპს „საქართველოს ფოსტის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 აგვისტოს №321 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შპს „საქართველოს ფოსტის“ სახ­სრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წე­სის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 აგ­ვისტ­ოს №321 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგე­ნი­ლებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაა­რ­ს­ის მე-5 პუნქტი:

„5. ამ მუხლის დებულებები არ ვრცელდება და ინტერესთა კონ­ფ­ლიქ­ტად არ ჩაითვლება, თუ შესყიდვა ხორციელდება იმ საწარმოდან, რომ­ლის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილი მართვის უფ­ლე­ბით გადაცემული აქვს შემსყიდველ ორგანიზაციას.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                              ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია