„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 18 აგვისტოს №152 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
137
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2011-10-24
გამოქვეყნების თარიღი
2011-10-24
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.027.016204
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 18 აგვისტოს №152 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №137

2011 წლის 24 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 18 აგვისტოს №152 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 18 აგვისტოს №152 ბრძანებით (სსმ III, 20.08.2010 წ., №101, მუხ.1512) დამტკიცებული წესის 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება სტაჟიორის მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ მივლინების, აგრეთვე სტაჟიორის მიმართ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წახალისების ღონისძიებების გამოყენების თაობაზე. სტაჟიორს სამივლინებო ხარჯები აუნაზღაურდება სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისათვის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი წესისა და ნორმების შესაბამისად.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია