ქალაქ თბილისის მთავრობის
დადგენილება №29.24.1158
2011 წლის 21 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის №17.19.830 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
1. „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის №17.19.830 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განმსაზღვრელ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და მე -5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
“31. თუ ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟისთვის პროექტით გათვალისწინებულია სამუშაოების წარმოება სატრანსპორტო საშუალებების ინტენსიური მოძრაობის მონაკვეთში, სააგენტო ამზადებს მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოების დროებით სქემას და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საფასურს ემატება 300 ლარი.“ .
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ქ. თბილისის მერი გ. უგულავა