საქართველოს მთავრობის
დადგენილება №397
2011 წლის 21 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, მუხლი 1066) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 33 პუნქტი:
„33. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ლიცენზიის მფლობელის თანხმობით, შესაძლებელია ლიცენზიის გამცემის მიერ ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო ფართობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეცვლა სხვა ფართობით, სადაც იმავე ან/და დამატებითი სალიცენზიო პირობებით შესაძლებელი იქნება იდენტური სახეობისა და ოდენობის მერქნული რესურსის მოპოვება (თუ საქართველოს მთავრობის მიერ არ იქნა მიღებული სხვაგვარი გადაწყვეტილება).“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ‑მინისტრი ნ. გილაური