„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
637
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2011-10-21
გამოქვეყნების თარიღი
2011-10-24
სარეგისტრაციო კოდი
010340000.08.002.016340
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №637

2011 წლის 21 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულების (სსმ III, 2001 წ., №78, მუხ. 555) პირველი პუნქტით დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) 27-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) 28-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2.   ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ.  სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია