„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
5122-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2011-10-13
გამოქვეყნების თარიღი
2011-10-19
სარეგისტრაციო კოდი
210020100.05.001.016433
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების წესით, ლიცენზიის/ნებართვის გაცემამდე, გარდა სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლისა. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია სანებართვო მოსაკრებელი გადაიხადოს ყოველწლიურად, თანაბარზომიერად, ამ კანონის მე-7 მუხლის 104 პუნქტით გათვალისწინებული (დადგენილი) ოდენობით, ნებართვის აღების დღიდან არა უგვიანეს 12 თვისა. ამასთანავე, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის ყოველწლიური მოსაკრებელი გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი ნებართვის გაცემამდე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 13 ოქტომბერი.

№5122–IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია