საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის დაფინანსების ხელშეკრულების (განვითარების პოლიტიკის მესამე ღონისძიება)“ რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
რატიფიცირებულ იქნეს 2011 წლის 15 სექტემბრის „საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის დაფინანსების ხელშეკრულება (განვითარების პოლიტიკის მესამე ღონისძიება)“.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე დ. ბაქრაძე
თბილისი,
2011 წლის 11 ოქტომბერი.
№5064–IIს