„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის N218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
395
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-10-13
გამოქვეყნების თარიღი
2011-10-18
სარეგისტრაციო კოდი
290160000.10.003.016555
„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის N218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №395

2011 წლის 13 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებ­ში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასა­ტარებელი ღო­ნისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების გან­საზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში (სსმ, 2009 წ., მუხ. 1798) შეტანილ იქნეს ცვლი­ლება და დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრა­მების ფარ­გლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით სადა­ზღვევო ვაუჩერის პირობების“ მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „7. კონკურსში გამარჯვებული სადაზღვევო კომპანია/ამხანაგობა ვალდებულია, დადგენილ ვადაში დაასრულოს სამედიცინო რაიონში დაგეგმილი საავადმყოფო. საავად­მყოფოს მშენებ­ლობის დასრულების ვადად განისაზღვროს: ბორჯომსა და წნორში – 2012 წლის 1 მარტი, გურჯაანში, თელავში, ფოთსა და ქობულეთში – 2012 წლის 31 მარტი, ქუთაისსა და ბათუმში – 2012 წლის             1 ივნისი, სენაკში – 2012 წლის 1 მაისი, ხოლო დანარჩენ რაიონებში – 2011 წლის 1 დეკემბერი. საავად­მყოფო დასრულებულად ჩაითვლება უწყებათაშორისი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. სადაზღვევო კომპა­ნიის/ამ­ხანაგობის მიერ საავადმყოფოს დასრულების შესახებ დოკუმენტების წარდგენის შემდეგ დასკვნის მომზადებამდე გასული პერიოდი არ ჩა­ითვლება პირობის შეუსრულებლობის საფუძვლად.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                ნ.გილაური

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია