,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ოქტომბრის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
32
მიმღები ორგანო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-10-12
გამოქვეყნების თარიღი
2011-10-20
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.105.016047
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ოქტომბრის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №32

2011 წლის  12 ოქტომბერი

ქ. ზუგდიდი

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ოქტომბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2011 წლის 11 ოქტომბრის №06-1/1114 მომართვის შესაბამისად,

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ‘’ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ოქტომბრის №32 დადგენილებაში (სსმ 29/10/2010წ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დებულების მე-15 მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,გამგებელი მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს გამოსცემს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე, 38-ე, 41-ე და 57-ე მუხლების საფუძველზე”.

ბ) დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს ,,მ“ ქვეპუნქტი:

,,მ) შემოსავლების სამსახური“.

2. დადგენილების დანარჩენი ნაწილი დარჩეს უცვლელი.

3. დაევალოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოს დადგენილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება.

4. დადგენილება ამოქმედდეს ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს  თავმჯდომარე                                       ლ. კონჯარია

 

                                                   

კრებსითი — სრული ვერსია