სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
48
მიმღები ორგანო
სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-09-30
გამოქვეყნების თარიღი
2018-04-23
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.108.016068
სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ

( ძალადაკარგულია - 23.04.2018, № 43)

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №48

2011 წლის 30 სექტემბერი

ქ. სენაკი

  სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ

  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 2093 მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად ,

  სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

  1. სენაკის მუნიციპალიტეტის იერსახის გაუმჯობესების, ქუჩებში სისუფთავის დაცვის, მწვანე ნარგავების შენარჩუნების მიზნით აიკრძალოს სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ქალაქის ქუჩებში, სკვერებში და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში გაშვება.

  2 . დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის წესი (დანართი №1 ).

  3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებას ახორციელებს არასამეწარმეო ( არაკომერციული ) იურიდიული პირი ,, სენაკის მუნიციპალიტეტის დასუფთავების და გამწვანების მოვლა - პატრონობის ცენტრი ” .

  4. (ამოღებულია - 28.12.2011, №58)

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის დადგენილება № 5 8 - ვებგვერდი, 04.01.2012წ.

  5 . დაევალოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს ,,სენაკის მუნიციპალიტეტის დასუფთავების და გამწვანების მოვლა-პატრონობის ცენტრს” აწარმოოს საინფორმაციო უზრუნველყოფა ტელევიზიითა და სხვა საინფორმაციო საშუალებებით, სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ.                                 

  6. დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონით „ნორმატიული აქტების შესახებ” დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

  საკრებულოს თავმჯდომარე                  ბ. ნარმანია

დანართი №1

  სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე ქალაქის ქუჩებში, სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის წესი

  1. ეს წესი აწესრიგებს სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ჯარიმის გადახდის ოდენობასა და წესს, ასევე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.    

  2. მოხეტიალე ან / და მეთვალყურეობის გარეშე მყოფი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი ექვემდებარება დაუყოვნებლივ იზოლაციას .

  3 . ბაღში, პარკში, სკვერში, გაზონში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევაში, წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე დაჯარიმდება კანონით დადგენილი წესით, 50 ლარის ოდენობით.

  4. მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის გარეშე გაშვებული წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის იზოლაციის შემთხვევაში ხორციელდება მათი ტრანსპორტირება და განთავსება სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე მოვლა-შენახვით და სათანადო კვების უზრუნველყოფით.

  5. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს 20 დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაკისრებული ჯარიმის, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, ხორციელდება პირუტყვის რეალიზება საბაზრო ფასებით .

  6. იმ შემთხვევაში, როცა პირუტყვის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აღემატება დაკისრებული ჯარიმის, სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯებს, ზედმეტი თანხა უბრუნდება პირუტყვის მესაკუთრეს.

  7. იზოლირებული წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში, მიაკითხოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს ,,სენაკის მუნიციპალიტეტის დასუფთავების და გამწვანების მოვლა-პატრონობის ცენტრს” და წარუდგინოს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი /შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა/. მესაკუთრეს პირუტყვი დაუბრუნდება მხოლოდ ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისა და სათანადო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

  8. ჯარიმისა და მომსახურების საფასურის გადამხდელია სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე.

  9. სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოველდღიური შენახვისათვის საჭირო ხარჯები შეადგენს 10 ლარს.

  10. მომსახურების საფასური გაიანგარიშება წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის სულადობის მიხედვით.  

  1 1. ჯარიმა და მომსახურების საფასური მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.

  1 2. ჯარიმისა და მომსახურების საფასური ს გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს ,,სენაკის მუნიციპალიტეტის დასუფთავების და გამწვანების მოვლა-პატრონობის ცენტრს” .

  1 3. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია:

ა ) არ დაუშვას წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის გაშვება პარკში, ბაღში, სკვერსა და გაზონში, ასევე არ დატოვოს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი ქალაქის ტერიტორიაზე მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე;

ბ ) მკაცრად დაიცვას წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მოვლა-პატრონობის წესები და არ დაუშვას მათ მიერ საერთო სარგებლობის ადგილების დაბინძურება .

  14. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირი „ სენაკის მუნიციპალიტეტის დასუფთავების და გამწვანების მოვლა-პატრონობის ცენტრი “ აწარმოებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენას დადგენილი წესის შესაბამისად.

     

დანართი № 2

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის დადგენილება № 5 8 - ვებგვერდი, 04.01.2012წ.

 

კრებსითი — სრული ვერსია