“ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაწეული დაჩქარებული მომსახურებისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2009 წლის 30 ივნისის N17.01.580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
28.06.1109
მიმღები ორგანო
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი
2011-10-11
გამოქვეყნების თარიღი
2011-10-18
სარეგისტრაციო კოდი
040030000.37.101.016078
“ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაწეული დაჩქარებული მომსახურებისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2009 წლის 30 ივნისის N17.01.580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ქალაქ თბილისის მთავრობის

დადგენილება № 28.06.1109

2011 წლის 11 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 „ ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაწეული დაჩქარებული მომსახურებისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2009 წლის 30 ივნისის № 17.01.580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის საფუძველზე, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

1. შეტანილ იქნეს დამატება „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაწეული დაჩქარებული მომსახურებისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2009 წლის 30 ივნისის №17.01.580 დადგენილებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაწეული დაჩქარებული მომსახურებისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესში და წესის მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 23 პუნქტი:

„23. I კლასის შენობა-ნაგებობის/ობიექტის მშენებლობის/მონტაჟის განხორციელების შესაძლებლობის დადასტურება 1 დღეში, მომსახურების საფასურის განაკვეთი – 200 ლარი.“.

2. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი)               დ. ნინიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია