საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება № 130
2011 წლის 11 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებით (სსმ III, 30.01.2006 წ., №12, მუხ. 138) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. სააგენტოს სრული დასახელებაა : „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო “. სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს სააგენტოს შემოკლებული დასახელება : „ სამოქალაქო რეესტრის სააგენტო “. სააგენტოს , მისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული სამსახურების ბეჭდებზე , ბლანკებზე , სააგენტოს თანამშრომლის სამსახურებრივ მოწმობაზე და ოფიციალურ დოკუმენტებზე ( გარდა პირადობის ნეიტრალური მოწმობი სა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტისა და მათზე გამოსაყენებელი ბეჭდებისა) გამოყენებული სააგენტოს დასახელება დასაწყისში უნდა მოიცავდეს მითითებას „ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.“.
2. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:
„12. პირადობის ნეიტრალურ მოწმობასა და მასზე გამოსაყენებელ სააგენტოს , მისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული სამსახურების ბეჭდებზე სააგენტოს სახელწოდება დაიტანება ქართულ ენაზე, ხოლო ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტსა და მასზე გამოსაყენებელ სააგენტოს , მისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული სამსახურების ბეჭდებზე – მხოლოდ ინგლისურ ენაზე.“.
3. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ 4“ ქვეპუნქტი:
„თ 4) პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემა და შეცვლა;“.
4. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ა) აკონტროლებს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის სფეროში ტერიტორიული სამსახურების საქმიანობას;“.
მუხლი 2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 3 ოქტომბრიდან.
ზ. ადეიშვილი