საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №207
2011 წლის 5 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ელექტროსადგურების თბომექანიკური მოწყობილობების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის ზოგადი წესების“ დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის №191 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „ელექტროსადგურების თბომექანიკური მოწყობილობების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის ზოგადი წესების“ დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის №191 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 110920003, 22/09/2011) დამტკიცებული ,,ელექტროსადგურების თბომექანიკური მოწყობილობების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის ზოგადი წესების“ მე-11 მუხლის მე-11 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ა. ხეთაგური