საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
10
მიმღები ორგანო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი
2011-10-06
გამოქვეყნების თარიღი
2022-01-28
სარეგისტრაციო კოდი
040030000.32.061.016011
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შექმნის შესახებ
აფხაზეთის მთავრობის

დადგენილება №10

2011 წლის 6 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შექმნის შესახებ

,,მეწარმე სუბიექტების კოორდინაციის, სამეწარმეო საქმიანობის განვითარების, ინვესტიციების მოზიდვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან დევნილ მეწარმეთა ინტერესების დაცვისა და მათი საქმიანობისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის, საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების საწარმოებს შორის სავაჭრო, სამრეწველო, სამეცნიერო-ტექნიკური კავშირების დამყარებისა და განვითარებისათვის ხელშეწყობის მიზნით, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პირველი მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტისა და ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2022 წლის 28 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 02.02.2022 წ.

საინიციატივო ჯგუფის წინადადების საფუძველზე, მეწარმე სუბიექტების კოორდინაციის, სამეწარმეო საქმიანობის განვითარების, ინვესტიციების მოზიდვის, მეწარმეთა ინტერესების დაცვისა და მათი საქმიანობისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის, საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების საწარმოებს შორის სავაჭრო, სამრეწველო, სამეცნიერო-ტექნიკური კავშირების დამყარებისა და განვითარებისათვის ხელშეწყობის მიზნით, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა.

2.  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2022 წლის 28 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 02.02.2022 წ.

3. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ თავისი საქმიანობა განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობისა და მის შესაბამისად წევრთა საერთო კრების მიერ მიღებული წესდების საფუძველზე.

4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე                გ. ბარამია


  

კრებსითი — სრული ვერსია