„სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
776
მიმღები ორგანო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2011-10-04
გამოქვეყნების თარიღი
2011-10-10
სარეგისტრაციო კოდი
120010000.22.026.016080
„სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №776

2011 წლის 4 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 110721020, 21/07/2011) დამტკიცებული სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ” ქვეპუნქტი:

„გ) ამ პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების ვადა აითვლება დაკავების, ხოლო თუ დაკავება არ მომხდარა – ამ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მეორე დღიდან.”.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ. ახალაია

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია