„ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და M3 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მგზავრობის ტარიფისა და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 2 დეკემბრის №32.03.1498 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
27.01.1074
მიმღები ორგანო
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი
2011-09-30
გამოქვეყნების თარიღი
2011-10-05
სარეგისტრაციო კოდი
310060000.37.101.016076
„ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და M3 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მგზავრობის ტარიფისა და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 2 დეკემბრის №32.03.1498 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ქალაქ თბილისის მთავრობის

დადგენილება № 27.01.1074

2011 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით ( მეტრო ) და M 3   კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მგზავრობის ტარიფისა და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 2 დეკემბრის №32.03.1498 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

მუხლი 1. „ქ . თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით ( მეტრო ) და M3 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მგზავრობის ტარიფისა და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ “ ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 2 დეკემბრის №32.03.1498 დადგენილების (სსმ III, 03 .12 .2010 წ., №59 , მუხ. 1820 ) მე -2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ “ ქვეპუნქტი:

„დ) იურიდიული პირებისათვის ( „კორპორატიული კლიენტი “), რომლებიც თანამშრომლებისთვის კალენდარული თვის განმავლობაში მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით ( მეტრო ) და/ან M 3   კატეგორიის ავტობუსებით მგზავრობისთვის განკუთვნილ მრავალჯერადი გამოყენების სამგზავრო ბარათებზე დარიცხავენ ქვემოთ ჩამოთვლილი რაოდენობის მგზავრობის საფასურს (რომლის გამოყენებაც შესაძლებელია მხოლოდ დარიცხვისას მითითებული თვის განმავლობაში და გახარჯულად ჩაითვლება დარიცხვისას მითითებული კალენდარული თვის ამოწურვისთანავე, მიუხედავად იმისა, გაიხარჯა თუ არა დარიცხული თანხა) დაუწესდეთ შემდეგი სახის შეღავათები:

დ.ა) 6000 -დან 9000 -მდე მგზავრობის საფასურის შემთხვევაში თითოეული მგზავრობის ღირებულება განისაზღვროს 0,35 ლარის ოდენობით ;

დ.ბ) 9000 -დან 15000 -მდე მგზავრობის საფასურის შემთხვევაში, თითოეული მგზავრობის ღირებულება განისაზღვროს 0,3 ლარის ოდენობით ;

დ.გ) 15000 -დან 30000 -მდე მგზავრობის საფასურის შემთხვევაში, თითოეული მგზავრობის ღირებულება განისაზღვროს 0,25 ლარის ოდენობით .“.

მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე .

ქ . თბილისის მერი              გ . უგულავა

 

კრებსითი — სრული ვერსია