საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება № 577
2011 წლის 3 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულების (სსმ III, 2005 წ., №48, მუხ. 488) პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ №3 დანართში:
ა) სიტყვები: „ქ. თბილისის მერი“ შეიცვალოს სიტყვებით: „ქ. თბილისის მერი, ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე“;
ბ) სიტყვები: „ქ. თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) და მოადგილეები“ შეიცვალოს სიტყვებით: „ქ. თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) და მოადგილეები, ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი