დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №28
2011 წლის 30 სექტემბერი
ქ. დედოფლისწყარო
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. განისაზღვროს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სახანძრო უსაფრთხოების დაცვის სამსახურის მუშაკთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 26 სექტემბრის № 28 დადგენილება.
3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
4. დადგენილების გასაჩივრება შეიძლება დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში (ქ. დედოფლისწყარო, ჰამლეტ გონაშვილის ქ.№2), უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.
საკრებულოს თავმჯდომარე ლ. ბაღაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. ძალადაკარგულია - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 თებერვლის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 06.03.2012 წ.
დანართი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
|
№ |
თანამდებობა |
თანამდებობრივი სარგო (ლარებში) |
|
1 |
სამსახურის უფროსი |
700 |
|
2 |
განყოფილების უფროსი |
500 |
|
3 |
მთავარი სპეციალისტი |
420 |
|
4 |
სპეციალისტი (ცვლის უფროსი) |
360 |
|
5 |
სპეციალისტი (მძღოლი, მეხანძრე, მაშველი) |
350 |
|
6 |
სპეციალისტი (მეელსმენე) |
220 |