საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №559
2011 წლის 26 სექტემბერი
ქ. თბილისი
„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში (სსმ III , 2003 წ., №126, მუხ. 1050) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული თანამდებობრივი ნუსხის 41 მუხლის:
ა) სათაურში სიტყვის: ,,დახმარების“ შემდეგ დაემატოს სიტყვა: ,,საკითხთა“;
ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი