„სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
367
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-09-23
გამოქვეყნების თარიღი
2011-09-28
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.016527
„სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 367

2011 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სს „საპარტნიორო ფონდის“  წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამ­ტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქარ­თველოს მთავრო­ბის 2011 წლის 2 ივნისის  №230 დადგენილებაში  (სსმ, ვებგვერდი, 110608009, 08/06/2011) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:  

„გ) სს „ჯორჯიან რეილვეი კონსთრაქშენის“ კაპიტალიდან ამოღე ­ბული სამეწარმეო იურიდიული პირის ფონდის კაპიტალში ინვეს ­ტი­რება.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს „ სს „საპარტნიორო ფონ­ დისთვის“ ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის უფლების გადაცემის შესახებ“  საქართველოს მთავრობის განკარგულებით გათვა­ლის­წინებული ღონისძიებების განხორციელების შემდეგ.  

პრემიერ-მინისტრი                                                                                                ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია