„დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
360
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-09-23
გამოქვეყნების თარიღი
2011-09-28
სარეგისტრაციო კოდი
010240010.10.003.016520
„დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 360

2011 წლის 23  სექტემბერი

ქ. თბილისი

 „ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1.  „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №18 დადგენილებით (სსმ, 11.02.2008წ. ) დამტკიცებულ დებულებასა და საშტატო ნუსხაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 2. ამ დებულებისა და საშტატო ნუსხის შესაბამისად, აპარატში დგინდება შემდეგი თანამდებობები:

ა) სახელმწიფო მინისტრი;

ბ) სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე;

გ) სახელმწიფო მინისტრის უფროსი მრჩეველი;

დ) აპარატის უფროსი;

ე) სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი;

ვ) დეპარტამენტის უფროსი;

ზ ) მთავარი ბუღალტერი;

თ ) პრესსპიკერი (მთავარი სპეციალისტი) ;

ი ) მთავარი იურისტი (მთავარი სპეციალისტი) ;

კ ) მთავარი სპეციალისტი;

ლ ) სპეციალისტი. “.  

2 . დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის

საშტატო ნუსხა

 

№

თანამდებობა

რაოდენობა

1

სახელმწიფო მინისტრი

1

2

სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე

1

3

სახელმწიფო მინისტრის უფროსი მრჩეველი

1

4

აპარატის უფროსი

1

5

სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი

2

6

დეპარტამენტის უფროსი

3

7

მთავარი ბუღალტერი

1

8

პრესსპიკერი (მთავარი სპეციალისტი)

1

9

მთავარი იურისტი (მთავარი სპეციალისტი)

1

10

მთავარი სპეციალისტი

4

11

სპეციალისტი

4

 

 სულ:

20 .“.

 

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 ოქტომბრიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                                             ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია