„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
353
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-09-23
გამოქვეყნების თარიღი
2011-11-18
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.016513
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  საქართველოს მთავრობის

დადგენილება №353

2011 წლის 23  სექტემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საჯარო სამართლის იური­დიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწე­ვისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, III ნაწილი, მუხლი 538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლი­ლება:

1. (ამოღებულია – 18.11.2011, №439).

2. დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსა­ხურის მიერ მომსახურების გაწე­ვი­სათვის საფასურებსა და მათ განაკვეთებში:

ა) მე-6 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6

 

 

თავისუფალი ვაჭრობის პუნ­ქტის საქმიანობის ნებართვის გაცემა

20 სამუშაო დღე

5 სამუშაო დღე

უფასო

 

100 ლარი.“;

 

 

         ბ) მე-13 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

         „13

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საგარეო-ეკონომიკური საქმი­ანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლა­ტურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704,  8705 და 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცუ­ლო­ბა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმე­ლე­ბი და ნახევარ­მი­საბ­მელები) სასაქონლო პო­ზი­ციებით გათვალის­წინებუ­ლი მექანი­კუ­რი სატრანსპორ­ტო საშუალე­ბე­ბის გაფორმების მიზნით სასა­ქონლო დეკლარა­ციის წარდგე­ნის ვადის გაგრძე­ლება საწყო­ბში დროებით დასაწყობების გარეშე)

 

არა უმეტეს 5 კა­ლენ-დარული დღის ვადით – ყოველ კალენდა­რულ დღეზე 20 ლარი;

 

 

 5 კალენდარულ დღეზე მეტი  ვა­დით – 100 ლარს + ყოველ  კალენ­დარულ დღეზე 10 ლარი.“;

 

         გ) 86-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„86

 

 

 

 

 

 

 

სასაქონლო დეკლარაციის წარ­დგენით რეექსპორტში დეკლა­რირებული საქონლის გაფორ­მება (სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704,   8705 და 8711 (რომ­ლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისა­ბ­მე­ლე­ბი და ნახევარმისაბ­მე­ლები) სასაქონლო პოზიციე­ბით გათვალის­წინებული მექანი­კუ­რი სატრანსპორტო საშუალე­ბე­ბის გარდა)

 

50 ლარი.“;

 

        დ) 92-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„92

 

 

 

საერთაშორისო ფინანსური კომ­პანიის სტატუსის, საერთა­შორისო საწარმოს სტატუსის მინიჭება

 

1 სამუშაო დღე –

200 ლარი;

3 სამუშაო დღე –

150 ლარი.“;

 

         ე) დაემატოს 95-ე გრაფა შემდეგი რედაქციით:

 

„95

 

 

 

 

 

საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემა

 

 

 

 

3 სამუშაო დღე

 

3 სამუშაო

დღეზე ნაკლები

უფასო

 

 

100 ლარი.“.

 

 

 

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 დეკემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                           ნ. გილაური

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №439 - ვებგვერდი, 25.11.2011წ.

კრებსითი — სრული ვერსია